დაგვიკავშირდით: (+995) 032 2 305 417

რეზიდენტები ზაფხულის აკადემიაში

ასოციაციის ახალგაზრდა წევრებმა თბილისის სამედიცინო აკადემიის დერმატო-ვენეროლოგიის სპეციალობის რეზიდენტებმა საერთაშორისო ზაფხულის აკადემიის ISA2013 გრანტი მოიპოვეს.

21-27 ივლისს ასოციაციის ახალგაზრდა წევრები თსა-ს დერმატო-ვენეროლოგიის სპეციალობის რეზიდენტები  საერთაშორისო ზაფხულის აკადემიას - ISA2013 დაესწრნენ. აღნიშნული დერმატოლოგიური ფორუმი  ორ წელიწადში ერთხელ ქ. მიუნხენში ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.

 

კონფერენციას 46 ქვეყნის 900-მდე დელეგატი ესწრებოდა, ჩატარდა მრავალი საინტერესო სასწავლო კურსი.

 

მონაწილეებს პოსტდიპლომური განათლების ევროპული კრედიტები მიენიჭათ. 

სურათების გალერეა

joomlamodniyportal.ru
Login to post comments
თავში დაბრუნება