დაგვიკავშირდით: (+995) 032 2 305 417
ევრომელანომა 2018
 
 
2018 წლის 7-9 ივნისს ევრომელანომის კამპანიის ფარგლებში
„საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს
ასოციაციის“ ორგანიზებით წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდება
მოსახლეობის უფასო სკრინიგი კანის კიბოსა და მელანომაზე.
 
ვისაც აქვს კანზე საეჭვო წარმონაქმნი, ხალი, შეუძლია წინასწარ
დარეკოს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
თბილისში: 2305417, 2182258
გორში: 271001
ქუთაისში: 241248
ბათუმში: 568 104410
ცხელი ხაზი იმუშავებს 10-დან 17 საათამდე.
 
ევრომელანომა წარმოადგენს პანევროპულ კამპანიას, რომლის
მიზანია კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკისა და
ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა, ფართო მასების
ინფორმირება.
სკრინინგში მონაწილეობენ დერმატოლოგები, ონკოლოგები,
პლასტიკური ქირურგები.
კამპანიის ორგანიზატორები აქტიურად თანამშრომლობენ ჯანდაცვის
სამინისტროსთან და დაავადება კონტროლის ეროვნულ ცენტრთან,
რათა კანის კიბოს პრობლემა იყოს აყვანილი ჯანდაცვის პოლიტიკის
დონეზე.
 
 
თავში დაბრუნება
სიახლეების არქივი