დაგვიკავშირდით: (+995) 032 2 305 417

ბათუმის კონგრესი

2012 წლის 5-8 ოქტომბერს ბათუმში ჩატარდა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის VII ეროვნული კონგრესი.

კონგრესის ორგანიზებაში მონაწილეობდა რამოდენიმე საერთაშორისო სამედიცინო ასოციაცია, კონგრესზე საკვანძო ლექციით  წარდგა ნობელის პრემიის ლაურიატი Aaron Chiechanover.

კონგრესი წარმოდგენილი იყო დარგობრივი სექციებით, რომლებზეც მოწვეული სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო  მსოფლიო და ევროპული მედიცინის მრავალმა ტიტულოვანმა მეცნიერმა. ასევე წარმომადგენლობითი იყო  დერმატოლოგიის სექციაც, რომლის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია.

 

სექციაზე ქართველ კოლეგებთან ერთად მოხსენებები წარმოადგინეს  რომის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვიტილიგოს კვლევის მსოფლიო ფონდის თავმჯდომარემ ტორელო ლოტიმ და ბრიუსელის დე ლიბრის უნივერსიტეტის პროფესორმა ”ევრომელანომის” პანევროპული კამპანიის თავმჯდომარემ ვერონიკა დელ მარმოლმა.

კონგრესის მასალები დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში ”Алергология и иммунология»

Login to post comments
თავში დაბრუნება