ბრუსელის ვიზიტი
- ფონტის ზომა decrease font size ფონტის ზომის გაზრდა
- მეილი
ევრომელანომის წარმომადგენელთა შეხვედრა ბრუსელში
2013 წლის 4-6 ნოემბერს ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი ლალი მეკოკიშვილი და ვიცე პრეზიდენტი პროფ. ზურაბ რაინაული იმყოფებოდნენ ბრუსელში ევრომელანომის დირექტორთა საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე.
„ევრომელანომის“ 22 ქვეყნის წარმომადგენლობითი საბჭოს სამუშაო კონფერენციაზე ქ-მა ლალიმ წარადგინა მოხსენება „კამპანიის საუკეთესო გამოცდილება - საქართველო 2013“. კონფერენციაზე განხილულ იქნა მომავალი წლის კამპანიის ჩატარების დეტალები. ასოციაცია კვლავ გაუწევს ორგანიზებას საქართველოში ევრომელანომის ფართო მასშტაბებით ჩატარებას.
ვიზიტი დატვირთული იყო სხვა ღონისძიებებითაც. კერძოდ, ევროპელ ექსპერტებთან ერთად ქართული დელეგაცია მონაწილეობდა ევროპარლამენტში გამართულ დეპატებში თემაზე: „კანის კიბო, როგორც პროფესიული დაავადება“.
სურათების გალერეა
http://photoderm.org/index.php?option=com_k2&view=item&id=10:briuseli&Itemid=906&lang=ge#sigProGalleria8fa6b8d4c4