
ევრომელანომა 2014
17 მაისი
წლევანდელი ევრომელანომის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობის ფართო მასების სკრინინგის დაწყებამდე სკრინინგის ჩატარებაში უკვე გამოცდილმა ექიმებმა ჩაატარეს აქცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. კანის დათვალიერება და დერმატოსკოპიული გამოკვლევა ჩაუტარდა სამინისტროს 70 თანამშრომელს. გამოვლინდა ატიპიური ხალების სინდრომის 2 შემთხვევა.
ევრომელანომა 2014
16 მაისი
წელს უკვე მესამედ ასოციაციის ორგანიზებით ტარდება ევრომელანომის კვირეული- კანის კიბოს სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. კვირეული გაიხსნა ტრადიციულად თბილისის მერიაში ბრიფინგით , რომელსაც ესწრებოდა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მამუკა ქაცარავა, ასევე ევრომელანომის კამპანიაში მონაწილე ექიმები. უკვე სამი წელია კამპანია მერიის აქტიური მხარდაჭერით ტარდება. ბ-მა მამუკამ მადლობა გადაუხადა კამპანიის ორგანიზატორებს და მონაწილე ექიმებს უანგარო მოღვაწეობისათვის და აღნიშნა, რომ კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და მერია კვლავაც დაუჭერს მხარს ასეთ ინიციატივებს. წელსაც კამანიის ფარგლებში გამოვლენილი კანის კიბოს შემთხვევების ოპერაციულ ხარჯებს მერია იღებს თავის თავზე.
ასოციაცის ვიცე პრეზიდენტმა პროფ. ზურაბ რაინაულმა აღნიშნა, რომ წლევანდელი კამპანია მიეძღვნება ღვაწლმოსილი ექიმის, რბილი ქსოვილების ონკოლოგს, ბ-ნ რაიბულ თოდუას ხსოვნას.