
ევრომელანომა 2014
17 მაისი
წლევანდელი ევრომელანომის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობის ფართო მასების სკრინინგის დაწყებამდე სკრინინგის ჩატარებაში უკვე გამოცდილმა ექიმებმა ჩაატარეს აქცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. კანის დათვალიერება და დერმატოსკოპიული გამოკვლევა ჩაუტარდა სამინისტროს 70 თანამშრომელს. გამოვლინდა ატიპიური ხალების სინდრომის 2 შემთხვევა.
ევრომელანომა 2014
16 მაისი
წელს უკვე მესამედ ასოციაციის ორგანიზებით ტარდება ევრომელანომის კვირეული- კანის კიბოს სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. კვირეული გაიხსნა ტრადიციულად თბილისის მერიაში ბრიფინგით , რომელსაც ესწრებოდა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მამუკა ქაცარავა, ასევე ევრომელანომის კამპანიაში მონაწილე ექიმები. უკვე სამი წელია კამპანია მერიის აქტიური მხარდაჭერით ტარდება. ბ-მა მამუკამ მადლობა გადაუხადა კამპანიის ორგანიზატორებს და მონაწილე ექიმებს უანგარო მოღვაწეობისათვის და აღნიშნა, რომ კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და მერია კვლავაც დაუჭერს მხარს ასეთ ინიციატივებს. წელსაც კამანიის ფარგლებში გამოვლენილი კანის კიბოს შემთხვევების ოპერაციულ ხარჯებს მერია იღებს თავის თავზე.
ასოციაცის ვიცე პრეზიდენტმა პროფ. ზურაბ რაინაულმა აღნიშნა, რომ წლევანდელი კამპანია მიეძღვნება ღვაწლმოსილი ექიმის, რბილი ქსოვილების ონკოლოგს, ბ-ნ რაიბულ თოდუას ხსოვნას.
სასარგებლო ბმულები
http://euromelanoma.org
http://www.eadv.org
http://aad.org
ბრუსელის ვიზიტი
ევრომელანომის წარმომადგენელთა შეხვედრა ბრუსელში
2013 წლის 4-6 ნოემბერს ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი ლალი მეკოკიშვილი და ვიცე პრეზიდენტი პროფ. ზურაბ რაინაული იმყოფებოდნენ ბრუსელში ევრომელანომის დირექტორთა საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე.
„ევრომელანომის“ 22 ქვეყნის წარმომადგენლობითი საბჭოს სამუშაო კონფერენციაზე ქ-მა ლალიმ წარადგინა მოხსენება „კამპანიის საუკეთესო გამოცდილება - საქართველო 2013“. კონფერენციაზე განხილულ იქნა მომავალი წლის კამპანიის ჩატარების დეტალები. ასოციაცია კვლავ გაუწევს ორგანიზებას საქართველოში ევრომელანომის ფართო მასშტაბებით ჩატარებას.
ასოციაციის ახალგაზრდა წევრები ზაფხულის აკადემიაში
ასოციაციის ახალგაზრდა წევრებმა თბილისის სამედიცინო აკადემიის დერმატო-ვენეროლოგიის სპეციალობის რეზიდენტებმა საერთაშორისო ზაფხულის აკადემიის ISA2013 გრანტი მოიპოვეს.
21-27 ივლისს ასოციაციის ახალგაზრდა წევრები თსა-ს დერმატო-ვენეროლოგიის სპეციალობის რეზიდენტები საერთაშორისო ზაფხულის აკადემიას - ISA2013 დაესწრნენ. აღნიშნული დერმატოლოგიური ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ ქ. მიუნხენში ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.
კონფერენციას 46 ქვეყნის 900-მდე დელეგატი ესწრებოდა, ჩატარდა მრავალი საინტერესო სასწავლო კურსი.
მასტერ კლასი დერმატოსკოპიაში
ევრომელანომის კამპანიის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტმა ქართველი ექიმებისთვის დერმატოსკოპიის მასტერ კლასი ჩაატარა
2013 წლის 20 აპრილს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა სამედიცინო პრაქტიკული კონფერენცია "კანის კიბოსა და მელანომის თანამედროვე არაინვაზიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა" დერმატოსკოპიის მასტერ კლასით.
მასტერ კლასი ჩაატარა დერმატოსკოპიის საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა ანდრეას ბლუმმა გერმანიიდან. პროგრამა შეთანხმდა "დერმატოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოებასთან" (IDS) და ჩატარდა მისივე ეგიდით. მსმენელებს გადაეცათ IDS სერთიფიკატი.
კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც დერმატოლოგები, ასევე ონკოლოგები, ქირურგები, პლასტიკური ქირურგები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ ასოციაციის წევრობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი ანკეტა შეავსო 63 ექიმმა.
ენდი გორენის სტუმრობა
8 თებერვალს რომის უნივერსიტეტის პროფესორს ენდი ოფერ გორენს ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით მიენიჭა ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსი.
პროფესორი გორენი გეგმავს საქართველოში ვიტილიგოს კლინიკური კვლევების ჩატარებას. მან გამოხატა ასოციაციის მხარდაჭერის მზადყოფნა.
ბათუმის კონგრესი
2012 წლის 5-8 ოქტომბერს ბათუმში ჩატარდა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის VII ეროვნული კონგრესი.
კონგრესის ორგანიზებაში მონაწილეობდა რამოდენიმე საერთაშორისო სამედიცინო ასოციაცია, კონგრესზე საკვანძო ლექციით წარდგა ნობელის პრემიის ლაურიატი Aaron Chiechanover.
კონგრესი წარმოდგენილი იყო დარგობრივი სექციებით, რომლებზეც მოწვეული სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო მსოფლიო და ევროპული მედიცინის მრავალმა ტიტულოვანმა მეცნიერმა. ასევე წარმომადგენლობითი იყო დერმატოლოგიის სექციაც, რომლის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია.