
ჯანდაცვის სამინისტრო წელს აქტიურად უჭერს მხარს ევრომელანომის კამპანიას. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამინისტროს მიერ ორგანიზებული გამოფენის ფარგლებში ევრომელანომის მონაწილე ექიმები რუსთაველის გამზირზე ჩაატარებენ ქუჩის აქციას, რომლის დროსაც ჩატარდება მოსახლეობის უფასო გასინჯვები, სკრინინგი კანის კიბოზე. აქციაში ექიმებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები და დერმატოლოგიის სპეციალობის რეზიდენტები.