დაგვიკავშირდით: (+995) 032 2 305 417

ევრომელანომა 2014

16 მაისი

წელს უკვე მესამედ ასოციაციის ორგანიზებით ტარდება ევრომელანომის კვირეული- კანის კიბოს სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით.   კვირეული გაიხსნა ტრადიციულად თბილისის მერიაში  ბრიფინგით , რომელსაც ესწრებოდა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მამუკა ქაცარავა, ასევე ევრომელანომის კამპანიაში მონაწილე ექიმები.                                                                                                                   უკვე სამი წელია კამპანია მერიის აქტიური მხარდაჭერით ტარდება. ბ-მა მამუკამ მადლობა გადაუხადა კამპანიის ორგანიზატორებს და მონაწილე ექიმებს უანგარო მოღვაწეობისათვის და აღნიშნა, რომ კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და მერია კვლავაც დაუჭერს მხარს ასეთ ინიციატივებს. წელსაც კამანიის ფარგლებში გამოვლენილი კანის კიბოს შემთხვევების ოპერაციულ ხარჯებს მერია იღებს თავის თავზე.

ასოციაცის ვიცე პრეზიდენტმა პროფ. ზურაბ რაინაულმა აღნიშნა, რომ წლევანდელი კამპანია მიეძღვნება ღვაწლმოსილი ექიმის, რბილი ქსოვილების ონკოლოგს, ბ-ნ რაიბულ თოდუას ხსოვნას.

 

Login to post comments
თავში დაბრუნება