Copy of ასოციაციის წევრთა უფლებები და მოვალეობები
- ფონტის ზომა decrease font size ფონტის ზომის გაზრდა
- მეილი
ასოციაციის წევრთა უფლებები და მოვალეობები
(ამონარიდი წესდებიდან)
მუხლი 5
5.1. ასოციაციაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც იზიარებს ასოციაციის მიზნებს და აქტიურად თანამშრომლობს ამ მიზნების რეალიზებაში;
5.2. ასოციაციაში ფიზიკური პირი მიიღება პირადი განცხადების/აპლიკატის საფუძველზე. ხოლო იურიდიული პირი, სახელმწიფო, სხვა საზოგადოებრივი, სამეცნიერო ორგანიზაცია, ან გაერთიანება - განცხადებისა და ამ ორგანიზაციის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
5.3. ასოციაციის წევრი თავის წევრობას წყვეტს ასოციაციის გამგეობაში განცხადების/აპლიკატის შეტანით, ხოლო იურიდიული პირის, სახელმწიფო, სხვა საზოგადოებრივი, სამეცნიერო ორგანიზაციის, ან გაერთიანების განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამ ორგანიზაციის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება. ასოციაციის წევრი ამორიცხულად ითვლება განცხადების შეტანის მომენტიდან;
5.4. ასოციაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს საწევროს ზედიზედ 3 წლის გადაუხდელობის, ასოციაციის წესდების დამრღვევი მოქმედების ჩადენის, ან ისეთი ქმედების ჩადენისას, რომელიც ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს;
5.5. ასოციაციის წევრის გარიცხვის შესახებ გამგეობის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება წევრთა საერთო კრებაზე, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა;
5.6. ასოციაციის წევრს ეძლევა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის ფორმას ამტკიცებს გამგეობა;
5.7. ასოციაციის ვალდებულებებისათვის მისი წევრები პასუხს არ აგებენ, ასევე არ აგებს პასუხს ასოციაცია მისი წევრების ვალდებულებისათვის.
5.8. ასოციაციის ყველა წევრს უფლება აქვს:
5.8.1. ისარგებლოს ასოციაციის სახელით და მხარდაჭერით;
5.8.2. მიიღოს მონაწილეობა მმართველი ორგანოების არჩევნებში და იყოს არჩეული მასში (გარდა ასოცირებული წევრისა);
5.8.3. მონაწილეობა მიიროს ასოციაციის განვითარებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში, დააყენოს თავისი წინადადებები განხილვაზე;
5.8.4. მიიღოს სრული ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
5.8.5. მოიპოვოს გრანტი და ასოციაციასთან შექმნას დროებითი სამეცნიერო კოლექტივი;
5.8.6. უარი თქვას ასოციაციის წევრობაზე;
5.9. ასოციაციის ყველა წევრი ვალდებულია:
5.9.1. დაიცვას ასოციაციის წესდება;
5.9.2. მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მუშაობაში;
5.9.3. დროულად გადაიხადოს გადასახადი (საპატიო წევრი თავისუფლდება გადასახადისაგან);
5.9.4. შეასრულოს ასოციაციის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებები.
ივერი აწყურელი
asd hlkasfh lkjasf klajshf kjsdf jhsfkj asdahsgd ahsfd jkjasdfkjsd hfksjdhf jashgdh gasfd ahgsf hgasdfj gasjd gashdg as jsdhfg jasfhg ajsdg jashfg sfg s gashd jashdg jash ashfg ashdg ashg ajs as jahs jasf
Website: skandal.ge