ნელი ბაკურაძე

ნელი ბაკურაძე

Website URL:

მასტერ კლასი დერმატოსკოპიაში

ევრომელანომის კამპანიის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტმა  ქართველი ექიმებისთვის დერმატოსკოპიის მასტერ კლასი ჩაატარა

2013 წლის 20 აპრილს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა სამედიცინო პრაქტიკული კონფერენცია "კანის კიბოსა  და მელანომის თანამედროვე არაინვაზიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა" დერმატოსკოპიის მასტერ კლასით.                                                                        

მასტერ კლასი ჩაატარა დერმატოსკოპიის საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა ანდრეას ბლუმმა გერმანიიდან. პროგრამა შეთანხმდა "დერმატოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოებასთან" (IDS) და ჩატარდა მისივე ეგიდით. მსმენელებს გადაეცათ IDS სერთიფიკატი.

კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც დერმატოლოგები, ასევე ონკოლოგები, ქირურგები, პლასტიკური ქირურგები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ ასოციაციის წევრობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი ანკეტა შეავსო 63 ექიმმა.

Subscribe to this RSS feed